1. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია აკრედიტაციის ცენტრს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) სერტიფიკატის ან დადასტურების გადაწყვეტილების გაცემაზე უარის, შეზღუდვის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ;

ბ) ნებისმიერი გარემოების შესახებ, რაც გავლენას ახდენს აკრედიტაციის სფეროს მასშტაბსა და პირობებზე;

გ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ, შესაბამისობის შეფასების ღონისძიებებთან დაკავშირებით მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში, აკრედიტაციის ფარგლებში განხორციელებული შესაბამისობის შეფასების და ნებისმიერი სხვა ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, ტრანსასაზღვრო ღონისძიებების ან/და მის მიერ ქვეკონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახე