1. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია აკრედიტაციის ცენტრს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სერტიფიკატის ან დამოწმების გადაწყვეტილების შეზღუდვის, შეჩერების, გაუქმების ან აღნიშნული დოკუმენტების გაცემაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) ნებისმიერი გარემოების შესახებ, რაც გავლენას ახდენს აკრედიტაციის სფეროს მასშტაბსა და პირობებზე;
გ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ, შესაბამისობის შეფასების ღონისძიებებთან დაკავშირებით მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია;
დ) მოთხოვნის შემთხვევაში, აკრედიტაციის ფარგლებში განხორციელებული შესაბამისობის შეფასების და ნებისმიერი სხვა ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, ტრანსასაზღვრო ღონისძიებების ან/და მის მიერ ქვეკონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
2. შესაბამისობის შეფასების ორგანო ვალდებულია სხვა შესაბამისობის შეფასების ორგანოებს, რომლებიც ამ ტექნიკური რეგლამენტის ფარგლებში ახორციელებენ მსგავსი ტიპის მოწყობილობასთან ან საამწყობრო ნაწილებთან დაკავშირებული, მსგავსი ტიპის შესაბამისობის შეფასების პროცედურებს, მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისობის შეფასების უარყოფითი და მოთხოვნის შემთხვევაში დადებითი შედეგების შესახე