1. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს თანამშრომლებმა უნდა დაიცვან პროფესიული  საიდუმლოება ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას ან ეროვნული კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების დროს მოპოვებულ ინფორმაციასთან მიმართებით, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შესაბამისობის შეფასებისას ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საავტორო უფლებების დაცვა.

2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შესაბამისობის შეფასების პროცედურა განახორციელოს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის შესაბამისად ეკონომიკური ოპერატორებისთვის ზედმეტი ბარიერების შექმნის გარეშე.

3. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აღმოაჩენს, რომ მწარმოებელი არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებულ ძირითად მოთხოვნებს, შესაბამის სტანდარტებს ან სხვა ტექნიკურ სპეციფიკაციებს, იგი ვალდებულია მწარმოებელს მოსთხოვოს შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება და არ გასცეს სერტიფიკატი ან დამოწმების გადაწყვეტილება.

4. თუ სერტიფიკატისა ან დამოწმების გადაწყვეტილების გაცემის შემდგომი მონიტორინგის განხორციელებისას, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აღმოაჩენს, რომ მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი აღარ შეესაბამება შესაბამის მოთხოვნებს, იგი ვალდებულია მწარმოებელს მოსთხოვოს სათანადო მაკორექტირებელი ზომების გატარება და საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს ან გააუქმოს  სერტიფიკატი და დამოწმების გადაწყვეტილება.

5. თუ მწარმოებლის მიერ არ იქნა მიღებული სათანადო მაკორექტირებელი ზომები ან მიღებულ ზომებს არ აქვს საჭირო ეფექტი, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შესაბამისად შეზღუდოს, შეაჩეროს ან გააუქმოს სერტიფიკატი ან აღიარების გადაწყვეტილებ