1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ამ დადგენილებით განსაზღვრული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში ხელმძღვანელობს ამ დადგენილებითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის პროცედურებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს გააჩნია საკმარისი მიზეზი სჯეროდეს, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოწყობილობა ან მისი ნაწილი ქმნის რისკს ადამიანის ან შინაური ცხოველის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებისათვის ან საკუთრების უსაფრთხოებისათვის, იგი ვალდებულია განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები და ამის შესახებ აცნობოს სათანადო შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს ასეთის არსებობის შემთხვევაში.
დანართი I
ძირითადი მოთხოვნე