1. პროდუქტის ტიპთან შესაბამისობის დადგენა შიდა საწარმოო კონტროლის გზით და ზედამხედველობის ქვეშ არსებული პროდუქტის შემთხვევითი ინტერვალებით შემოწმება წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ მოდულის მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, უზრუნველყოფს და იღებს პირად პასუხისმგებლობას, რომ განსახილველი მოწყობილობა და საამწყობრო ნაწილი შეესაბამება პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით მისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა წარმოების პროცესმა და მისმა მონიტორინგმა უზრუნველყოს წარმოებული მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის შესაბამისობა ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით მისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
3. მწარმოებლის მიერ არჩეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია თავად განახორციელოს ან განახორციელებინოს შემთხვევითობის პრინციპით და საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად შერჩეული ინტერვალებით, რათა დაადასტუროს მოწყობილობების ან საამწყობრო ნაწილის წარმოებისას განხორციელებული შიდა შემოწმებების ხარისხი. აღნიშნული შემოწმებების დროს იგი ვალდებულია გაითვალისწინოს მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის წარმოების რაოდენობა და ტექნოლოგიური სირთულე.
4. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსებამდე გამოცადოს აღნიშნული პროდუქტის განთავსების ადგილიდან აღებული საბოლოო პროდუქციის ადეკვატური რაოდენობის ნიმუშები და განახორციელოს სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოქვეყნებული სტანდარტების შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული შემოწმებები და/ან შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლებით გათვალისწინებული ეკვივალენტური შემოწმებები, მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ტიპის გამოცდის სერტიფიკატით გათვალისწინებულ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ნიმუში არ აკმაყოფილებს მისაღები ხარისხის დონეს, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია გაატაროს შესაბამისი ზომები.
5. ნიმუშების გამოცდის საფუძველზე აღიარების პროცედურის დანიშნულებაა განსაზღვროს თუ რამდენად ექცევა მოწყობილობების ან საამწყობრო ნაწილის წარმოების პროცესი მისაღები ლიმიტების ფარგლებში, მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის შესაბამისობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ დაიტანოს ამ უკანასკნელის საიდენტიფიკაციო ნომერი, წარმოების პროცესში.
6. მწარმოებელი ვალდებულია წერილობით შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის თითოეული ტიპისთვის და უზრუნველყოს მისი შენახვა სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის წარსადგენად, პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ტიპი, რომლისთვისაც შედგენილ იქნა დეკლარაცია. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარედგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი თან უნდა ახლდეს საამწყობრო ნაწილს, ან შესაბამის შემთხვევაში, პროდუქტების პარტიას/შეფუთვას.
7. ამ მოდულის მე-6 პუნქტით მწარმოებლისთვის დადგენილი ვალდებულებები, მის მაგივრად და მისივე პასუხისმგებობის ქვეშ, შესაძლოა შესრულდეს მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ თუ ეს ცალსახად გათვალისწინებულია აღნიშნული წარმომადგენლისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელ დოკუმენტშ