1. მოწყობილობები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ უსაფრთხოდ და ნორმალური გამოყენების პირობებში არ უქმნიდეს საფრთხეს ადამიანს, ცხოველს ან საკუთრებას.
2. საამწყობრო ნაწილები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ მოწყობილობაში ინკორპორირებისას ან მოწყობილობის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით დამოუკიდებლად აწყობის შემთხვევაში, ასრულებდეს მათთვის განსაზღვრულ დანიშნულებას.
3. მწარმოებელს ეკისრება ვალდებულება განახორციელოს რისკების ანალიზი და მოახდინოს მის მიერ დამზადებულ მოწყობილობებსა და საამწყობრო ნაწილებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება. მწარმოებელი ვალდებულია მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილების პროექტირებისა და დამზადების დროს გაითვალისწინოს განხორციელებული რისკების ანალიზი.
4. წარმოების ეტაპზე ყველაზე მიზანშეწონილი გადაწყვეტის გზების შერჩევისას მწარმოებელი ვალდებულია გამოიყენოს შემდეგი პრინციპები ქვემოთ მოყვანილი თანმიმდევრობით:
ა) შეძლებისდაგვარად გამორიცხოს ან შეამციროს რისკები (საწყის ეტაპზევე უსაფრთხო დაპროექტება და დამზადება);
ბ) იმ რისკებისთვის, რომელთა გამორიცხვაც ვერ მოხერხდა პროექტირებისა და წარმოების ეტაპზე, განახორციელოს აუცილებელი დაცვითი ზომები;
გ) შეატყობინოს მომხმარებლებს დარჩენილი რისკების შესახებ, თუ მიღებული დაცვითი ზომები არ არის საკმარისი უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფისთვის და ასევე გააფრთხილოს ისინი ნებისმიერი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ქმედებების შესახებ, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია პროდუქტის მოხმარებისა თუ აწყობის დროს.
5. მოწყობილობის დაპროექტებისა და დამზადებისას, ასევე ინსტრუქციების მომზადებისას, მწარმოებელი ვალდებულია გაითვალისწინოს არა მხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოყენება, არამედ გონივრული წინასწარ განჭვრეტადი გამოყენებაც.
6. ყველა მოწყობილობას:
ა) უნდა ახლდეს მონტაჟის განმახორციელებლისთვის მონტაჟის ინსტრუქცია;
ბ) უნდა ახლდეს მომხმარებლისთვის გამიზნული მოხმარებისა და შეკეთების ინსტრუქცია;
გ) უნდა გააჩნდეს გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც ასევე უნდა ახლდეს შესაბამის შეფუთვასაც.
7. მემონტაჟისთვის განკუთვნილი მონტაჟის ინსტრუქცია უნდა შეიცავდეს მონტაჟის, მორგებისა და შეკეთების ინსტრუქციებს, მათი მართებულად განხორციელებისა და მოწყობილობის უსაფრთხოდ გამოყენების ხელშეწყობის მიზნით.
8. მემონტაჟისთვის განკუთვნილი მონტაჟის ინსტრუქცია ასევე უნდა შეიცავდეს მოწყობილობისა და სპეციფიკური საინსტალაციო პირობების მახასიათებლების აღწერას, რომელიც ხელს შეუწყობს აირის მიწოდების ქსელზე, დამხმარე ენერგიის მიწოდების წყაროზე, წვისთვის საჭირო ჰაერის მიწოდებისა და ნამწვი აირის გამოდევნის სისტემებზე მის სწორ დაერთებას.
9. მომხმარებლისთვის გამიზნული მოხმარების და შეკეთების ინსტრუქცია უნდა მოიცავდეს უსაფრთხო გამოყენებისთვის აუცილებელ ყველა ინფორმაციას, მათ შორის უნდა ამახვილებდეს მომხმარებლის ყურადღებას მოწყობილობის მოხმარებისას არსებულ ნებისმიერ შეზღუდვაზე.
10. მწარმოებლებმა ინსტრუქციაში ასევე უნდა მიუთითონ იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც მოწყობილობის მოხმარებისას აუცილებელია დამატებითი ყურადღების გამოჩენა ან თუ აუცილებელია ზემოთ ხსენებული ქმედებების განხორციელებისას შესაბამისი სპეციალისტის ჩარევა. აღნიშნული არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დარგში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს.
11. მწარმოებელი ვალდებულია მოწყობილობისთვის თანდართულ ინსტრუქციაში, სათანადო შემთხვევებში მიუთითოს საამწყობრო ნაწილების მორგების, ფუნქციონირებისა და მოვლისათვის აუცილებელი ინფორმაცია.
12. მოწყობილობასა და მის შეფუთვაზე დატანილი მაფრთხილებელი ნიშნები ცხადად უნდა მიუთითებდეს გამოსაყენებელი აირის ტიპის, აირის მიწოდების წნევის, მოწყობილობის კატეგორიისა და მის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას. მათ შორის, მაფრთხილებელი ნიშნები უნდა მიუთითებდეს იმ შეზღუდვის შესახებ, რომელიც უკავშირდება მოწყობილობის გამოყენებას შეზღუდული ვენტილაციის პირობებში, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი არასაკმარისი ვენტილაციისგან გამოწვეული რისკები.
13. საამწყობრო ნაწილის მოწყობილობაში ინკორპორირების, მოწყობილობის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით მისი აწყობის, მორგების, ფუნქციონირებისა და შეკეთების ინსტრუქციები საამწყობრო ნაწილებს უნდა მოჰყვებოდეს შესაბამისობის დეკლარაციის შემადგენელი ნაწილის სახი