1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს შეუსაბამობების გამოსწორება, ქვემოთ მოცემული ერთ-ერთ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში:
ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია არ იქნა დატანილი ან დატანილ იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლის მოთხოვნების დარღვევებით;
ბ) წარმოების კონტროლის ეტაპზე ჩართული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი დატანილ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მოთხოვნების დარღვევით ან არ იქნა დატანილი;
გ) შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილ იქნა არასწორად ან არ იქნა შედგენილი;
დ) საამწყობრო ნაწილს არ ახლავს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი;
ე) ტექნიკური დოკუმენტაცია არ არსებობს ან არასრულია;
ვ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით ან მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არსებობს, არასწორია ან არასრულია;
ზ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 და მე-9 მუხლების რომელიმე მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეუსაბამობა არ გამოსწორდა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებებ