1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს შეუსაბამობების გამოსწორება, ქვემოთ მოცემული  ერთ-ერთი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში:

ა)  ნიშანდება და/ან დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 და მე-16 მუხლების მოთხოვნების დარღვევებით;

ბ) ნიშანდება და/ან დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება არ არის დატანილი;

გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აღნიშვნები/წარწერები არ არის დატანილი ან დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით;

დ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ან/და ნოტიფიცირებული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი დატანილ იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლის მოთხოვნების დარღვევით ან არ იქნა დატანილი;

ე) შესაბამისობის დეკლარაცია  არ არის შედგენილი;

ვ) შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილი არ  იქნა სწორად;

ზ) ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი ან არასრულია;

თ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტში ან მე-7  მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი, მცდარია ან არასრულია;

ი) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 ან მე-7 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სხვა მოთხოვნა არ არის შესრულებული.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეუსაბამობები არ იქნა აღმოფხვრილი, სააგენტო ვალდებულია, განახორცილოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებებ