1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს არსებული შეუსაბამობების დასრულება ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში:
ა) ნიშანდება ან დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 მუხლის დარღვევით;
ბ) ნიშანდება ან დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება არ არის დატანილი;
გ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ან/და ნოტიფიცირებული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 მუხლის დარღვევით ან საერთოდ არ არის დატანილი;
დ) გაზომვის საშუალებას არ ახლავს შესაბამისობის დეკლარაცია;
ე) შესაბამისობის დეკლარაცია სწორად არ არის შედგენილი;
ვ) ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი ან არასრულია;
ზ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტში ან მე-8 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაცია არ არის, მცდარია ან არასრულია;
თ) მე-6 მუხლით ან მე-8 მუხლით დადგენილი ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული მოთხოვნა არ არის შესრულებული.
2. თუ პირველ პუნქტში მითითებული შეუსაბამობა არ იქნა გამოსწორებული აღმოფხვრილი, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, განახორცილოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებებ