1. ამ მუხლით გათვალისწინებული ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება გაზომვის საშუალებაზე ან მის ეტიკეტზე (შილდიკზე) დატანილ უნდა იქნეს ადვილად აღსაქმელი ფორმით, მკაფიოდ და წაუშლელად. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში ნიშანდება დატანილ უნდა იქნეს შეფუთვაზე ან გაზომვის საშუალების თანმხლებ დოკუმენტაციაზე.
2. როდესაც გაზომვის საშუალება შედგება მოწყობილობათა ნაკრებისგან, რომლებიც არ წარმოადგენენ შემადგენელ ნაწილებს, ოპერირებენ ერთად, მაშინ ნიშანდების და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდების დატანა უნდა მოხდეს გაზომვის საშუალების ძირითად მოწყობილობაზე.
3. ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება დატანილ უნდა იქნეს გაზომვის საშუალების ბაზარზე განთავსებამდე.
4. ნიშანდების და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდების დატანა გაზომვის საშუალებაზე შეიძლება მოხდეს მისი დამზადების პროცესში, თუ ეს დასაბუთებულია.
5. დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება უწყვეტად უნდა მოსდევდეს ნიშანდებას.
6. ნიშანდებას და დამატებით მეტროლოგიურ ნიშანდებას უწყვეტად უნდა მოჰყვებოდეს ნოტიფიცირებული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომრ(ებ)ი, რომლებიც ჩართული იყვნენ წარმოების კონტროლის ეტაპზე, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის შესაბამისად. საიდენტიფიკაციო ნომერი დატანილ უნდა იქნეს უშუალოდ ამ ორგანოს მიერ ან მისი ინსტრუქციით, მწარმოებლის ან ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ. საიდენტიფიკაციო ნომერს/ნომრებს შესაძლოა, მოსდევდეს სხვა ნიშანი, რომელიც მიუთითებს სპეციალურ რისკს ან გამოყენება