1. იმ შემთხვევებში, როდესაც შესაბამისობის შემფასებელი ორგანო არის ჩართული წარმოების კონტროლის ფაზაში, პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს აკრედიტებული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი. აკრედიტებული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი პროდუქტზე დატანილი უნდა იქნეს თავად აკრედიტებული ორგანოს ან მისი ინსტრუქციების მიხედვით, მწარმოებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ.

2. პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს აფეთქებისაგან დაცვის სპეციალური სიმბოლო , მოწყობილობის ჯგუფისა და კატეგორიის აღმნიშვნელი სიმბოლო, და საჭიროების შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის II თავის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული სხვა ნიშანდება ან/და ინფორმაცია.

3. ამ მუხლში გათვალისწინებულ აღნიშვნებთან ერთად პროდუქტზე შესაძლოა ასევე დატანილი იქნეს სხვა ნიშანი, რომელიც მიუთითებს პროდუქტისათვის დამახასიათებელ სპეციალურ რისკს ან პროდუქტის გამოყენების თავისებურებას. პროდუქტები, რომელიც შექმნილია სპეციალური ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოყენებისათვის უნდა იყოს შესაბამისად ნიშანდებულ