1. მოწყობილობების კატეგორია M2 მოიცავს მოწყობილობებს, რომლებიც შექმნილია ისე, რომ შეუძლიათ ფუნქციონირება მწარმოებლის მიერ დადგენილი საოპერაციო პარამეტრების შესაბამისად და უზრუნველყოფენ დაცვის მაღალ დონეს.

2. ამ კატეგორიის მოწყობილობები განკუთვნილია მაღაროების მიწისქვეშა მონაკვეთებში გამოყენებისთვის, ასევე მაღაროების იმ მიწისზედა ნაწილებში, რომლებსაც შესაძლოა საფრთხე დაემუქროს მაღაროს აირისგან ან/და აალებადი მტვრისაგან.

3. ფეთქებადსაშიში გარემოს შემთხვევაში უნდა მოხდეს აღნიშნული მოწყობილობის ელექტროენერგიის წყაროდან გამორთვა.

4. დაცვის საშუალებები, რომლებიც დაკავშირებულია ამ კატეგორიის მოწყობილობებთან, უნდა უზრუნველყოფდეს დაცვის სათანადო დონეს ჩვეული მუშაობის დროს, ასევე უფრო რთულ საოპერაციო პირობებში, კერძოდ, რომლებიც გამოწვეულია უხეში სამუშაო პირობების და გარემოს ცვალებადი პირობების ზემოქმედების შედეგად.

5. ამ კატეგორიის მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის III თავის მე-10 მუხლში აღნიშნულ დამატებით მოთხოვნებ