1. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა უთითებდეს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის II დანართში მოცემულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.
2. შესაბამისობის დეკლარაციას უნდა ჰქონდეს ტექნიკური რეგლამენტის X დანართში მოცემული სტრუქტურა. დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის III-IX დანართებში მითითებულ შესაბამის შესაბამისობის შეფასების პროცედურების ელემენტებს და უნდა ახლდებოდეს. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა იყოს შედგენილი ან თარგმნილი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე.
3. როდესაც პროდუქტი ხვდება ერთზე მეტი ნორმატიული აქტის რეგულირების ქვეშ, რომელიც მოითხოვს შესაბამისობის დეკლარაციის შედგენას, შესაძლოა შედგენილი იყოს ერთი შესაბამისობის დეკლარაცია ყველა ამ ნორმატიული აქტის შესაბამისად. ეს შესაბამისობის დეკლარაცია უნდა მოიცავდეს იმ ნორმატიული აქტების რეკვიზიტებს, რომელთა შესაბამისად არის შედგენილი.
4. შესაბამისობის დეკლარაციის შედგენით მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახე