1. დისტრიბუტორი ვალდებულია პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას დაიცვას ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2. დისტრიბუტორი ვალდებულია პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ პროდუქტზე დატანილია შესაბამისი ნიშანდება, პროდუქტს თან ახლავს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი შესაბამისობის დეკლარაცია ან შესაბამის შემთხვევებში, შესაბამისობის მოწმობა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია, ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებდნენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. დისტრიბუტორი ვალდებულია არ განათავსოს პროდუქი ბაზარზე, თუ თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებულ, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს მანამ, სანამ პროდუქტი შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. თუ პროდუქტი ქმნის რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს, იმპორტიორს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.
4. დისტრიბუტორი ვალდებულია პროდუქტის მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების ისეთი პირობები, რომლებიც არ ხელყოფს პროდუქტის შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან.
5. დისტრიბუტორი, რომელიც თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია შეაჩეროს პროდუქტის რეალიზაცია და დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევებში პროდუქტი გამოითხოვოს ან ამოიღოს ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი ქმნის რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, შეუსაბამობებისა და ყველა გატარებული ზომის შესახებ.
6. დისტრიბუტორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელიც აუცილებელია პროდუქტის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად. დისტრიბუტორი, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ვალდებულია ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა გატარებული ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტით გამოწვეული რისკების აღმოსაფხვრელა