1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე (შემდგომში – პროდუქტი):
ა) პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოყენებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები და დამცავი სისტემები;
ბ) დამცავი სისტემები, მაკონტროლებელი მოწყობილობები და მარეგულირებელი მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია პოტენციურად ფეთქებადსაშიში გარემოს ფარგლებს გარეთ გამოყენებისთვის, მაგრამ აუცილებელია ან ხელს უწყობს მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების უსაფრთხო ფუნქციონირებას, აფეთქების რისკების შემცირების კუთხით;
გ) კომპონენტები, რომლებიც გამიზნულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოწყობილობებსა და დამცავ სისტემებში ინტეგრირებისათვის.
2. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) სამედიცინო მოწყობილობებზე, რომლებიც განკუთვნილია სამედიცინო გარემოში გამოყენებისთვის;
ბ) მოწყობილობებზე და დამცავ სისტემებზე, რომელთათვისაც აფეთქების რისკი წარმოიშობა მხოლოდ ფეთქებადი ნივთიერებების ან არასტაბილური ქიმიური ნივთიერებების არსებობის გამო;
გ) მოწყობილობებზე, რომლებიც განკუთვნილია საცხოვრებელ და არაკომერციულ გარემოში გამოყენებისთვის, სადაც ფეთქებადსაშიში გარემო შეიძლება შეიქმნას იშვიათად, მხოლოდ საწვავი აირის შემთხვევითი გაჟონვის შედეგად;
დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს მთავრობის დადგენილება „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
ე) საზღვაო ხომალდებსა და საზღვაო მოძრავ პლატფორმებზე, ასეთ ხომალდებსა და პლატფორმებზე განთავსებული მოწყობილობების ჩათვლით;
ვ) სატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც განკუთვნილია პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოყენებისათვის;
ზ) შეიარაღებაზე, სამხედრო აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალაზე.
3. სავაჭრო გამოფენებსა და სადემონსტრაციო ადგილებში დასაშვებია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქტის გამოფენა, იმ პირობით, რომ პროდუქტზე დატანილი იქნება თვალსაჩინო ნიშანი, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს და რომ არ მოხდება მისი ბაზარზე განთავსება, სანამ არ იქნება შესაბამისობაში მოყვანილი ამ მოთხოვნებთან. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მიღებულ იქნეს უსაფრთხოების ზომებ