1. მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტების ბაზარზე განთავსებამდე ან პირადი საჭიროებისათვის მოხმარებამდე უზრუნველყოს პროდუქტის იმგვარი დაპროექტება და წარმოება, რომ იგი შეესაბამებოდეს ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს.
2. მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის III-IX დანართებით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია და განახორციელოს ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურები. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროცედურების შედეგად დადგინდება პროდუქტის, გარდა კომპონენტებისა, შესაბამისობა არსებულ მოთხოვნებთან, მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია.
ა) იმ შემთხვევაში, თუ კომპონენტის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან დადგენილია შესაბამისი შესაბამისობის შეფასების პროცედურის საფუძველზე, მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის წერილობითი მოწმობა;
ბ) მწარმოებელი ვალდებულია თითოეულ პროდუქტს დაურთოს შესაბამისობის დეკლარაციის ან შესაბამის შემთხვევებში შესაბამისობის მოწმობის ასლი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ერთი კონკრეტული მომხმარებლისათვის ხორციელდება ერთი სახის პროდუქტების მიწოდება, პროდუქტის პარტიას შესაძლებელია დაერთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტების ერთი ასლი.
3. მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაბამისობის დეკლარაცია ან შესაბამის შემთხვევაში შესაბამისობის მოწმობა შეინახოს პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.
4. მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტების სერიული წარმოებისას დანერგოს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა პროდუქტი აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაძლებლობის ფარგლებში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პროდუქტის დიზაინი ან მახასიათებლების ცვლილებები, ასევე იმ სტანდარტებში ან სხვა ტექნიკურ სპეციფიკაციებში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა მიმართ პროდუქტის შესაბამისობა იქნა დეკლარირებული. მწარმოებელი ვალდებულია, პროდუქტის მიერ გამოწვეული რისკებიდან გამომდინარე, მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოახდინოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ნიმუშის გამოცდა, გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში შეინახოს საჩივრები და ინფორმაცია შეუსაბამო პროდუქტებისა და მათი გამოთხოვის შესახებ და ამგვარი მონიტორინგის შედეგების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს დისტრიბუტორებს.
5. მწარმოებელი ვალდებულია, მის მიერ ბაზარზე განთავსებულ პროდუქტებზე დაიტანოს შესაბამისი ტიპის, პარტიის ან სერიის ნომერი ან პროდუქტის იდენტიფიცირებისათვის საჭირო სხვა ნიშანი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება პროდუქტის ზომის ან სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, ამ პუნქტში მითითებული ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაში.
6. მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე განთავსებულ პროდუქტებზე, გარდა კომპონენტებისა, დაიტანოს აფეთქების საშიშროებასთან დაკავშირებული სპეციალური ნიშანდება, ხოლო შესაბამის შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის II თავის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ნიშანდება და ინფორმაცია.
7. მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტზე, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, მის შეფუთვაზე ან თანხმლებ დოკუმენტაციაში, მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება. ამ პუნქტში მითითებული ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
8. მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტს დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. აღნიშნული ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე ნებისმიერი სახის ნიშანდება უნდა იყოს მკაფიო, გარჩევადი და გასაგები.
9. მწარმოებელი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეაჩეროს პროდუქტის რეალიზაცია, ასევე, მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და აუცილებლობის შემთხვევებში, პროდუქტი გამოითხოვოს ან ამოიღოს ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტი შეიცავს რისკს, მწარმოებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს შესაბამისი დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, შეუსაბამობებისა და გატარებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.
10. მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელიც ადასტურებს პროდუქტის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას. მწარმოებელი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიერ გამოწვეული რისკების აღმოსაფხვრელა