1. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გაზომვის საშუალებების ბაზარზე განთავსებისას მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ისინი დაპროექტებული და წარმოებულია ამ რეგლამენტის I დანართით და გაზომვის საშუალებების შესაბამისი სპეციფიკური დანართებით დადგენილი ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად.
2. მწარმოებელმა უნდა შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია და განახორციელოს ამ რეგლამენტის მე-13 მუხლით გათვლისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა ან უზრუნველყოს, რომ პროცედურა განხორციელებულ იქნა. თუ შესაბამისობის შეფასების პროცედურით დადასტურებულია გაზომვის საშუალებების შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან, მწარმოებელმა უნდა შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია, დაიტანოს ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
3. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაზომვის საშუალებების ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაბამისობის დეკლარაცია მწარმოებელმა უნდა შეინახოს გაზომვის საშუალებების ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.
4. მწარმოებელი ვალდებულია, სერიული წარმოებისას დანერგოს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა გაზომვის საშუალება აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მწარმოებელმა უნდა გაითვალისწინოს გაზომვის საშუალებების პროექტის ან მახასიათებლების ცვლილებები, ასევე იმ სტანდარტების ან სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების ცვლილებები, რომელთა გათვალისწინებითაც შედგა შესაბამისობის დეკლარაცია.
5. საჭიროების შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული გაზომვის საშუალებების რისკებთან მიმართებით, მწარმოებელმა უნდა განახორციელოს ბაზარზე ხელმისაწვდომი გაზომვის საშუალებების ნიმუშების გამოცდა, გამოკვლევა და შეუსაბამო გაზომვის საშუალებების ამოღება, ასეთ შემთხვევაში, მწარმოებელი ვალდებულია აწარმოოს საჩივრებისა და ამოღებული გაზომვის საშუალებების რეესტრი. ამგვარი შეუსაბამობის შესახებ უნდა ეცნობოს დისტრიბუტორებს.
6. მწარმოებელი ვალდებულია, იდენტიფიცირების მიზნით, გაზომვის საშუალებებზე უზურნველყოს შესაბამისი ტიპის, პარტიის ან სერიული ნომრების ან სხვა ელემენტების დატანა, რაც იძლევა მათი იდენტიფიკაციის საშუალებას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება გაზომვის საშუალებების ზომის ან თავისებურების გამო, მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ საჭირო ინფორმაცია მოცემული იყოს თანმხლებ დოკუმენტაციაში და მის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ამ რეგლამენტის I დანართის 9.2 პუნქტის შესაბამისად.
7. მწარმოებელი ვალდებულია, გაზომვის საშუალებაზე დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, რომელზეც შესაძლებელი იქნება მასთან დაკავშირება, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს გაზომვის საშუალების თანმხლებ დოკუმენტაციაში და მის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ამ რეგლამენტის I დანართის 9.2 პუნქტის შესაბამისად. მისამართი უნდა შეიცავდეს ერთ საკონტაქტო მისამართს, რომელზეც შესაძლებელი იქნება მწარმოებელთან დაკავშირება. საკონტაქტო ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
8. მწარმოებელი ვალდებულია, მის მიერ ბაზარზე განთავსებულ გაზომვის საშუალებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი და ინსტრუქციები და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, ამ რეგლამენტის I დანართის 9.3 პუნქტის შესაბამისად ქართულ ენაზე. ამგვარი ინსტრუქციები და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, ისევე როგორც ნებისმიერი ეტიკეტი უნდა იყოს ცხადი, მკაფიო და გასაგები.
9. მწარმოებელი, რომელიც მიიჩნევს, ან აქვს საფუძვიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული გაზომვის საშუალება არ შეესაბამება ამ რეგლამენტის მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული გაზომვის საშუალების შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს რეალიზაციის შეჩერება, პროდუქტის ბაზრიდან ამოღება ან ბაზრიდან გამოთხოვა. გარდა ამისა, თუ გაზომვის საშუალება წარმოადგენს რისკს, მწარმოებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს და მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია, სააგენტოს, კერძოდ შეუსაბამობისა და გატარებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.
10. მწარმოებელი ვალდებულია, სააგენტოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე შევსებული ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია პროდუქტის ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადასტურებლად. მწარმოებელი ვალდებულია ითანამშრომლოს სააგენტოსთან ყველა იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც გატარებულ იქნა მის მიერ ბაზარზე განთავსებული გაზომვის საშუალებებისგან წარმოშობილი რისკების თავიდან ასარიდებლა