1. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი  მუხლის  მე-2 პუნქტით განსაზღვრული ბაზარზე ხელმისაწვდომი გაზომვის საშუალებები ბაზარზე განთავსებისას უნდა აკმაყოფილებდნენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

2. გაზომვის საშუალებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, არ დაიშვება ბაზარზე.

3. გაზომვის საშუალებამ უნდა დააკმაყოფილოს  ექსპლუატაციაში გაშვების მარეგულირებელი ისეთი დებულებები, რომლებიც განპირობებულია ადგილობრივი კლიმატური პირობებით. ასეთ შემთხვევაში, უნდა აირჩეს  I  დანართის პირველი ცხრილიდან  ტემპერატურის შესაბამისი ზედა და ქვედა  ზღვრები  და შესაძლებელია დადგინდეს ტენიანობის პირობები (კონდენსირებადი ან არა-კონდენსირებადი), ასევე გამოყენების მიზნობრივი ადგილმდებარეობა – დახურული ან ღია სივრცე.

4. თუ გაზომვის საშუალებისათვის სხვადასხვა სიზუსტის კლასებია განსაზღვრული:

ა) გაზომვის საშუალებების სპეციფიკურ დანართებში, სათაურის „ექსპლუატაციაში გაშვება“ ქვეშ, შეიძლება მითითებული იყოს სიზუსტის კლასები, რომლებიც უნდა იქნეს გამოყენებული სპეციფიკური დანიშნულებებისთვის;

ბ) ყველა სხვა შემთხვევაში  შესაძლებელია განსაზღვრული კლასების ფარგლებში, დადგინდეს სიზუსტის კლასები სპეციფიკური დანიშნულებებისთვის,  საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სიზუსტის კლასის გამოყენების დაშვების პირობით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის შესაძლებელია უფრო უკეთესი სიზუსტის კლასის გაზომვის საშუალების გამოყენება, თუკი მფლობელი ასე გადაწყვეტს.

6. ბაზრობებზე, გამოფენებზე ან მსგავს ღონისძიებებზე შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ისეთი გაზომვის საშუალებები, რომელიც არ არის ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი, იმ პირობით, რომ ვიზუალური ნიშანი მკაფიოდ უჩვენებს მათ შეუსაბამობას და ბაზარზე ხელმისაწვდომობის და/ან ექსპლუატაციაში გაშვების შეუძლებლობას, სანამ ისინი შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილ