1. მწარმოებელს შეუძლია, წერილობითი მანდატის საფუძველზე დანიშნოს ავტორიზებული  წარმომადგენელი, გარდა ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებებისა.

2. ავტორიზებულმა წარმომადგენელმა უნდა განახორციელოს მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით გათვალისწინებული ფუნქციები. უფლებამოსილება ავტორიზებულ წარმომადგენელს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, განახორციელოს არანაკლებ  შემდეგი ფუნქციები:

ა) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია და ტექნიკური დოკუმენტაცია გაზომვის საშუალების ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში;

ბ) სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს, გაზომვის საშუალების შესაბამისობის დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია;

გ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს სააგენტოსთან, გაზომვის საშუალებებით წარმოქმნილი რისკების აღმოფხვრის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უფლებამოსილი წარმომადგენლის მანდატის ფარგლებშ