1. მწარმოებელს შეუძლია წერილობითი მანდატის საფუძველზე დანიშნოს ავტორიზებული წარმომადგენელი.

2. ავტორიზებულ წარმომადგენელზე არ ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება.

3. ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია განახორციელოს მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით გათვალისწინებული ფუნქციები. უფლებამოსილება ავტორიზებულ წარმომადგენელს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას განახორციელოს არანაკლებ შემდეგი ფუნქციები:

ა) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია და ტექნიკური დოკუმენტაცია პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში;

ბ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს პროდუქტის შესაბამისობის დამადასტურებელი საჭირო ყველა დოკუმენტაცია და ინფორმაცია;

გ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს სააგენტოსთან არაავტომატური აწონის საშუალებიდან გამოწვეული რისკების აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული/ განსახორციელებელი  ნებისმიერი ღონისძიების ფარგლებშ