1. მწარმოებელს შეუძლია წერილობითი მანდატის საფუძველზე დანიშნოს ავტორიზებული წარმომადგენელი.
ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვალდებულებები და მე-6 მუხლის მე-2 პუნქით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება არ შეიძლება იყოს ავტორიზებული წარმომადგენლის უფლებამოსილების ნაწილი.
2. ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია განახორციელოს მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით გათვალისწინებული ფუნქციები. უფლებამოსილება ავტორიზებულ წარმომადგენელს უნდა აძლევდეს შესაძლერბლობას განახორციელოს არანაკლებ შემდეგი ფუნქციები:
ა) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია და ტექნიკური დოკუმენტაცია პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში;
ბ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს პროდუქტის შესაბამისობის დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია;
გ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ბაზარზე განთავსებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებიდან გამოწვეული რისკების აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებშ