ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შეიძლება წარმოდგენილ იქნეს გამოფენებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე დატანილი იქნება ნიშანი, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს, რომ ის არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და რომ არ მოხდება მისი ბაზარზე განთავსება, სანამ არ იქნება შესაბამისობაში მოყვანილი ამ მოთხოვნებთან. გამოფენების დროს მიღებულ უნდა იქნეს ადამიანთა დაცვისთვის აუცილებელი ზომებ