1. კონტრაქტორი მხარის გარდა სხვა რომელიმე ქვეყანაში გამოფენაზე გაგზავნილი წარმოშობის მქონე პროდუქცია, და გამოფენის შემდეგ გაყიდული იმპორტის მიზნით კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე, იმპორტისას ისარგებლებს წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებით იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო უწყებისთვის ნაჩვენები და დამაჯერებელი იქნება, რომ:
(a) ექსპორტიორმა გაგზავნა მოცემული პროდუქცია კონტრაქტორი მხარიდან იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩატარდა გამოფენა, და მას აღნიშნული პროდუქცია გამოფენილი ჰქონდა ამ გამოფენაზე;
(b) პროდუქცია ექსპორტიორმა მიჰყიდა ან სხვაგვარად გადასცა კონტრაქტორი მხარის რომელიმე პირს ;
(c) პროდუქცია გადაცემულ იქნა გამოფენის დროს ან დაუყოვნებლივ მის შემდეგ ისეთივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ის გაიგზავნა გამოფენაზე; და
(d) ვინაიდან პროდუქცია გამიზნული იყო გამოფენისთვის, არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სხვა მიზნით, გარდა მისი გამოფენაზე წარდგენისა.
2. წარმოშობის სერთიფიკატი გაცემული ან შედგენილი უნდა იყოს V თავის დებულებების შესაბამისად და იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებისთვის დადგენილი წესით წარდგენილი. იქვე მითითებული უნდა იყოს გამოფენის სახელწოდება და მისი ჩატარების მისამართი. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება მოთხოვნილ იქნას პროდუქციის გამოფენის პირობების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტები.
3. პირველი პუნქტი ეხება ნებისმიერ სავაჭრო, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო ან რეწვასთან დაკავშირებულ გამოფენას, ბაზრობას ან მსგავს საზოგადოებრივ ჩვენებას ან გამოფენას, რომელიც არ არის ორგანიზებული კერძო მიზნებისთვის მაღაზიებში ან ბიზნეს ფართზე უცხოური პროდუქციის გაყიდვის მიზნით, და რომელთა განმავლობაშიც პროდუქცია რჩება საბაჟოს კონტროლის ქვეშ.
დაბრუნება ან გადასახადისგან გათავისუფლე