1. წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალები, რომლებიც გამოიყენება წარმოშობის მქონე პროდუქციის საწარმოებლად კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე, და რომლისთვისაც წარმოშობის სერთიფიკატი გაცემულია ან შედგენილია V თავის დებულებების შესაბამისად, არ დაექვემდებარება კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის საბაჟო მოსაკრებლის დაბრუნებას ან მისგან გათავისუფლებას.
2. პირველ პუნქტში მოცემული აკრძალვა ეხება იმ საბაჟო მოსაკრებლების ან გადასახადების ნაწილობრივ თუ მთლიანად დაბრუნების, რემისიის ან გადაუხდელობის ნებისმიერ ზომას, , რომლებიც კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე წარმოებაში მოხმარებული მასალების შესახებ იმ მოქმედი კანონების ეკვივალენტურია, რომელთაც ასეთი ამგვარი დაბრუნება, რემისია ან გადაუხდელობა ეხებათ, თვალნათლივ ან არსობრივად, და როცა ხდება ზემოხსენებული მასალებისგან მიღებული პროდუქციის ექსპორტი და არა მაშინ, როცა ისინი ქვეყანაში რჩება ადგილობრივი მოხმარების მიზნით.
3. წარმოშობის სერთიფიკატში მოხსენიებული პროდუქციის ექსპორტიორი მზად უნდა იყოს, ნებისმიერ დროს, საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყების მოთხოვნით, წარადგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მოცემული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების მიმართ არ არის მიღებული საბაჟო მოსაკრებლის რაიმე დათმობა და რომ ამგვარ მასალასთან დაკავშირებული ყველა საბაჟო მოსაკრებელი ან გადასახდელი ფაქტიურად გადახდილია.
4. ამ მუხლის 1-3 პუნქტების დებულებები ასევე გამოიყენება შეფუთვის (მე-7 (2) მუხლის შინაარსის მიხედვით), აქსესუარების, სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტების (მე-8 მუხლის შინაარსის მიხედვით) და კომპლექტში მოცემული პროდუქციის (მე-9 მუხლის შინაარსის მიხედვით) მიმართ, როცა ამგვარ ერთეულებს არ გააჩნია წარმოშობა.
5. 1-4 პუნქტების დებულებები გამოიყენება მხოლოდ იმ მასალების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ოქმის მოქმედება.
წარმოშობის სერტიფიკა