1.         კონტრაქტორი მხარის პროდუქცია მეორე კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე იმპორტისას ისარგებლებს წინამდებარე შეთანხმების დებულებებით წარმოშობის დამადასტურებელი ერთ-ერთი სახის შემდეგი დოკუმენტის წარდგენისას:

(a)     EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი. მისი ნიმუში მოცემულია წინამდებარე ოქმის III დანართში;

(b)     21-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემული შემთხვევებისას, დეკლარაცია, რომლის ტექსტი მოცემულია წინამდებარე ოქმის IV დანართში და რომელსაც ექსპორტიორი ურთავს ანგარიშფაქტურას, მოწოდების შეტყობინება ან ნებისმიერი სხვა კომერციული დოკუმენტი, რომელიც აღწერს მოცემულ პროდუქციას ისეთი დეტალებით, რომლებიც იძლევა მისი იდენტიფიკაციის საშუალებას (შემდგომში “წარმოშობის დეკლარაცია”).

2.         მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტისა, წინამდებარე ოქმის მნიშვნელობით მოცემული წარმოშობის მქონე პროდუქცია (26-ე მუხლში დასახელებულ შემთხვევებში) სარგებლობს წინამდებარე შეთანხმებით და არ არის აუცილებელი ზემოთ დასახელებული რომელიმე დოკუმენტის წარმოდგენ