1. მე-3 მუხლისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, II თავში მოცემული წარმოშობის სტატუსის მოპოვების პირობები უწყვეტად უნდა სრულდებოდეს ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;
2. მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, როცა კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე ბრუნდება სხვა ქვეყანაში ექსპორტირებული წარმოშობის მქონე საქონელი, ის უნდა განიხილებოდეს, როგორც წარმოშობის სტატუსის არმქონე, თუ საბაჟოსთვის არ იქნება დამტკიცებული, რომ:
(a) დაბრუნებულია იგივე საქონელი, რომელიც იქნა ექსპორტირებული; და
(b) დაბრუნებულ საქონელზე არ განხორციელებულა სხვა რაიმე ოპერაცია, გარდა იმისა, რომელიც საჭირო იყო მისი ვარგისიანობის შენარჩუნებისთვის იმ ქვეყანაში ყოფნისას ან ექსპორტირების დროს.
3. II თავში მოცემული პირობების მიხედვით, წარმოშობის სტატუსის მოპოვებაზე არ იმოქმედებს კონტრაქტორი მხარეებიდან ექსპორტირებულ (და, შესაბამისად, რეიმპორტირებულ) მასალებზე კონტრაქტორი მხარის ტერიტორიის გარეთ განხორციელებული დამუშავება-გადამუშავება, თუ:
(a) ზემოხსენებული მასალები მთლიანად წარმოშობილია კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე ან ექსპორტირებამდე გაიარეს დამუშავება-გადამუშავება მე-6 მუხლში ჩამოთვლილი არასაკმარისი ოპერაციების გარდა;
და
(b) საბაჟოსთვის იქნება დამტკიცებული, რომ:
(i) რეიმპორტირებული საქონელი მიღებულია ექსპორტირებული მასალის დამუშავება-გადამუშავებით; და
(ii) წინამდებარე მუხლის დებულებების საფუძველზე, კონტრაქტორი მხარის ფარგლებს გარეთ მიღებული მთლიანი დამატებითი ღირებულება არ აღემატება იმ საბოლოო პროდუქციის ფრანკო-ქარხნის ფასის 10%-ს, რომლის წარმოშობის სტატუსიც სადავოა.
4. მე-3 პუნქტის მიზნებისთვის, II თავში მოცემული წარმოშობის სტატუსის მოპოვების პირობები არ შეეხება დამუშავება-გადამუშავებას კონტრაქტორი მხარის საზღვრებს გარეთ. მაგრამ სადაც წინამდებარე ოქმის II დანართის ჩამონათვალში გამოყენებული ყველა წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალის მაქსიმალური ღირებულების დადგენის წესი გამოიყენება საბოლოო პროდუქციის წარმოშობის დადგენაში, მოცემული მხარის ტერიტორიაზე გამოყენებული წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების მთლიანი ღირებულება, აღებული წინამდებარე მუხლის დებულებების გამოყენების შედეგად კონტრაქტორი მხარის ფარგლებს გარეთ შექმნილ მთლიან დამატებულ ღირებულებასთან ერთად, არ უნდა აჭარბებდეს დადგენილ პროცენტულობას.
5. მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებების გამოყენების მიზნით, “მთლიანი დამატებული ღირებულება” ნიშნავს კონტრაქტორი მხარის ფარგლებს გარეთ გაწეულ ყველა ხარჯს, იქ გამოყენებული მასალების ღირებულების ჩათვლით.
6. მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები არ ეხება პროდუქციას, რომელიც არ აკმაყოფილებს წინამდებარე ოქმის II დანართში ჩამოთვლილ პირობებს, და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად დამუშავებულად-გადამუშავებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულია მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში დაფიქსირებული ზოგადი დაშვებები.
7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები არ ეხება პროდუქციას, რომელიც შეესატყვისება ჰარმონიზებული სისტემის 50-63 თავებს.
8. წინამდებარე მუხლის დებულებებში მოცემული და კონტრაქტორი მხარის საზღვრებს გარეთ შესრულებული დამუშავება-გადამუშავების ნებისმიერი ტიპი მოექცევა ზედაპირული დამუშავების ან მსგავსი კლასიფიცირების ქვე