1. მე-2 მუხლის მიზნებისთვის, პროდუქცია, რომელიც არ არის ქვეყანაში მთლიანად წარმოშობილი, ჩაითვლება საკმარისად დამუშავებულად-გადამუშავებულად, თუ დაკმაყოფილებულია წინამდებარე ოქმის II დანართში ჩამოთვლილი პირობები.
წინამდებარე შეთანხმებით ყველა პროდუქციისთვის განსაზღვრული, ეს პირობები, მიუთითებს დამუშავება-გადამუშავების იმ ტიპს, რომელიც უნდა შესრულდეს წარმოებაში გამოყენებულ წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალებზე და გამოიყენება მხოლოდ ამგვარ მასალებთან მიმართებაში. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს, რომ თუ პროდუქცია, რომელმაც მიიღო წარმოშობის სტატუსი ჩამონათვალში მოხსენიებული პირობების შესრულების საფუძველზე, გამოიყენება სხვა პროდუქციის წარმოებისთვის. ამგვარ პროდუქციასთან დაკავშირებული პირობები არ ეხება მას და ყურადღება არ უნდა მიექცეს იმ წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო მის წარმოებაში.
2. პირველი პუნქტის მიუხედავად, წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალები, რომლებიც, წინამდებარე ოქმის II დანართში მითითებული ჩამონათვალის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, არ უნდა გამოიყენებოდეს პროდუქციის წარმოებაში, შეიძლება მაინც გამოიყენებოდეს, იმ პირობით, რომ:
(a) მათი მთლიანი ღირებულება არ აღემატება პროდუქციის ფრანკო-ქარხნის ფასს, და
(b) წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების მაქსიმალური ღირებულების ჩამონათვალში მოცემული ნებისმიერი პროცენტულობა არ არის გადაჭარბებული ამ პუნქტის გამოყენებით.
ეს პუნქტი არ ეხება იმ პროდუქციას, რომელიც განეკუთვნება ჰარმონიზებული სისტემის 50-63 თავებს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები გამოყენებული იქნება მე-6 მუხლის დებულებების გათვალისწინები