1.         ამ მუხლის მე-2 პუნქტისთვის ზიანის მიუყენებლად, შემდეგი ოპერაციები ჩაითვლება არასაკმარის დამუშავებად წარმოშობის მქონე პროდუქციისთვის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, შესრულებულია თუ არა მე-5 მუხლის მოთხოვნები:

(a)     კონსერვირების ოპერაციები პროდუქციის ვარგისიანობის შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს;

(b)     ფუთების დაშლა და აწყობა;

(c)     რეცხვა, წმენდა; მტვრის, მჟავის, ზეთის, საღებავის ან სხვა სახის საფარების მოცილება;

(d)     ქსოვილის დაუთავება ან დაპრესვა;

(e)     ღებვისა და გაპრიალების მარტივი ოპერაციები;

(f)      მარცვლეულისა და ბრინჯის გარჩევა, ნაწილობრივი ან სრული გაუფერულება, გაპრიალება და - მომინანქრება (შოკოლადით დაფარვა);

(g)     შაქრის ღებვის ან შაქრის ნატეხების დამზადების ოპერაციები;

(h)     ხილის, თხილის და ბოსტნეულის თლა, კურკის გამოცლა და ნაჭუჭის მოცილება;

(i)      თლა, მარტივი ფქვა ან მარტივი ჭრა;

(j)      ცრა, გაცხრილვა, გადარჩევა, კლასიფიცირება, დაჯგუფება, მისადაგება; (ნაკეთობათა კომპლექტების შედგენის ჩათვლით);

(k)     მარტივი მოთავსება ბოთლებში, თუნუქის ქილებში, კოლბებში, ჩანთებში, ჩემოდნებში, ყუთებში, დამაგრება ბარათებზე ან დაფებზე და შეფუთვის სხვა მარტივი ოპერაციები;

(l)      შტამპების, იარლიყების, ლოგოების და სხვა განმასხვავებელი ნიშნების მიმაგრება ან ბეჭდვა პროდუქციაზე ან მათ შეფუთვაზე;

(m)    პროდუქციის მარტივი შერევა, მიუხედავად იმისა არის ეს სხვადასხვა ტიპის თუ არა;

(n)     შაქრის შერევა ნებისმიერ მასალებთან;

(o)     სრული ნაკეთობის შემადგენელი ნაწილებისგან აწყობა ან პროდუქციის დაშლა ნაწილებად;

(p)     “a-o” ქვეპუნქტებში მოცემული ორი ან მეტი ოპერაციის კომბინირება;

(q)     ცხოველების დაკვლა.

2.    კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე მოცემულ პროდუქციასთან მიმართებაში ჩატარებული ყველა ოპერაცია განხილული იქნება ერთად, როცა დადგება დამუშავება-გადამუშავების საკმარისობის დადგენის საკითხი პირველი პუნქტის მიხედვი