1. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დაურღვევლად, შემდეგი ოპერაციები ჩაითვლება არასაკმარის დამუშავებად წარმოშობის მქონე პროდუქციისთვის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, შესრულებულია თუ არა მე-5 მუხლის მოთხოვნები:
(a) კონსერვირების ოპერაციები პროდუქციის ვარგისიანობის შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს;
(b) ფუთების დაშლა და აწყობა;
(c) რეცხვა, წმენდა; მტვრის, მჟავის, ზეთის, საღებავის ან სხვა სახის საფარების მოცილება;
(d) ქსოვილის დაუთავება ან დაპრესვა;
(e) ღებვისა და გაპრიალების მარტივი ოპერაციები;
(f) მარცვლეულისა და ბრინჯის გარჩევა, ნაწილობრივი ან სრული გაუფერულება, გაპრიალება და – მომინანქრება (შოკოლადით დაფარვა) მარცვლეულისა და ბრინჯის;
(g) შაქრის ღებვის ან შაქრის ნატეხების დამზადების ოპერაციები;
(h) ხილის, თხილის და ბოსტნეულის თლა, კურკის გამოცლა და ნაჭუჭის მოცილება;
(i) თლა, მარტივი ფქვა ან მარტივი ჭრა;
(j) ცრა, გაცხრილვა, გადარჩევა, კლასიფიცირება, დაჯგუფება, მისადაგება; (ნაკეთობათა კომპლექტების შედგენის ჩათვლით);
(k) მარტივი მოთავსება ბოთლებში, თუნუქის ქილებში, კოლბებში, ჩანთებში, ჩემოდნებში, ყუთებში, დამაგრება ბარათებზე ან დაფებზე და შეფუთვის სხვა მარტივი ოპერაციები;
(l) შტამპების, იარლიყების, ლოგოების და სხვა განმასხვავებელი ნიშნების მიმაგრება ან ბეჭდვა პროდუქციაზე ან მათ შეფუთვაზე;
(m) პროდუქციის მარტივი შერევა, მიუხედავად იმისა არის ეს სხვადასხვა ტიპის თუ არა;
(n) შაქრის შერევა ნებისმიერ მასალებთან;
(o) სრული ნაკეთობის შემადგენელი ნაწილებისგან აწყობა ან პროდუქციის დაშლა ნაწილებად;
(p) (a)-(n) ქვეპუნქტებში მოცემული ორი ან მეტი ოპერაციის კომბინირება;
(q) ცხოველების დაკვლა.
2. ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოცემულ პროდუქციასთან მიმართებაში ჩატარებული ყველა ოპერაცია განიხილება ერთად დამუშავება-გადამუშავების საკმარისობის დადგენის საკითხის დაყენებისას პირველი პუნქტის მიხედვი