1. შესაბამისი შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოებულად ჩაითვლება შემდეგი პროდუქცია, მათი ექსპორტირებისას სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე:
(a) პროდუქცია, რომელიც მთლიანად წარმოშობილია ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მე-4 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში;
(b) ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქცია ისეთი მასალებით, რომელიც არ არის მთლიანად წარმოშობილი ამ ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ ამგვარმა მასალებმა განიცადეს საკმარისი დამუშავება-გადამუშავება ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მე-5 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში.
(c) საქონელი, რომელიც წარმოშობილია ევროპის ეკონომიკურ სივრცეში (EEA) ევროპის ეკონომიკური სივრცის შესახებ შეთანხმების მე-4 ოქმის მნიშვნელობის ფარგლებში. ამგვარი საქონელი ჩაითვლება ევროკავშირში, ისლანდიაში, ლიხტენშტეინში[1] ან ნორვეგიაში („ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) მხარეები“) წარმოშობილად, მათი ექსპორტირებისას შესაბამისად ევროკავშირიდან, ისლანდიიდან, ლიხტენშტეინიდან ან ნორვეგიიდან სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გარდა ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) მხარეებისა.
2. 1(c) პუნქტის დებულებები გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები მოქმედებს იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარესა და ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) მხარეებს შორი