წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის:

(a) „წარმოება“ ნიშნავს ყველა სახის დამუშავება-გადამუშავების ოპერაციას, აწყობის ან სპეციფიური ოპერაციების ჩათვლით;

(b) „მასალა“ ნიშნავს ნებისმიერ ინგრედიენტს, ნედლეულს, კომპონენტს, ნაწილს და ა.შ., რომელიც გამოიყენება პროდუქტის საწარმოებლად;

(c) „პროდუქტი" ნიშნავს წარმოებულ პროდუქტს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გამოყენება მოგვიანებით განზრახულია სხვა საწარმოო ოპერაციაში;

(d) „საქონელი“ ნიშნავს როგორც მასალებს, ასევე პროდუქტს;

(e) „საბაჟო ღირებულება“ ნიშნავს ღირებულებას, როგორც ეს განსაზღვრულია 1994 წლის “ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმებაში (GATT 1994);

(f) „ფრანკო-ქარხნის ფასი" ნიშნავს პროდუქტზე ქარხნის ფასს, გადახდილს მწარმოებლისთვის, როგორც ხელშემკვრელი მხარისთვის, ვისი პასუხისმგებლობითაც ხდება პროდუქციის საბოლოო დამუშავება ან გადამუშავება, იმ პირობით, რომ ფასი მოიცავს ყველა გამოყენებული მასალის ღირებულებას, გარდა ნებისმიერი სახის შიდა გადასახადებისა, რაც ანაზღაურებული იქნება, ან შეიძლება ანაზღაურებულ იქნას, მიღებული პროდუქციის ექსპორტირების შემდეგ ;

(g) „მასალების ღირებულება“ ნიშნავს საბაჟო ღირებულებას, გამოყენებულს წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების იმპორტის დროს, ან თუ ეს არ არის ცნობილი და შეუძლებელია მისი დადგენა – პირველ დადასტურებად ფასს, რომელიც გადაიხდება მასალებისთვის ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;

(h) „წარმოშობის მქონე მასალების ღირებულება“ ნიშნავს(g) ქვეპუნქტში განსაზღვრული მასალების ღირებულებას შესაბამის ცვლილებებთან ერთად;

(i) „დამატებითი ღირებულება“ ნიშნავს ფრანკო-ქარხნის ფასს თითოეული იმ გამოყენებული მასალის საბაჟო ღირებულების გამოკლებით, რომელიც წარმოშობილია სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელთანაც მოქმედებს კუმულაცია, ან იმ შემთხვევაში თუ საბაჟო ღირებულება არ არის ცნობილი ან შეუძლებელია მისი დადგენა – პირველი დადასტურებადი ფასის გამოკლებით, რომელიც გადაიხდება მასალებისთვის ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;

(j) „თავები“ და „სათაურები“ ნიშნავს თავებსა და სათაურებს (ოთხნიშნა კოდები), გამოყენებულს იმ ნომენკლატურაში, რომელიც შეადგენს „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებულ სისტემას“, რომელიც წინამდებარე კონვენციაში მოიხსენიება, როგორც“ჰარმონიზებული სისტემა ან “HS“ (Harmonozed System – HS);

(k) „კლასიფიცირებული“ გულისხმობს პროდუქციის ან მასალის კლასიფიცირებას კონკრეტული სათაურის ქვეშ;

(l) „პარტია“ ნიშნავს პროდუქციას, რომელიც ან ერთდროულად იგზავნება ერთი ექსპორტიორის მიერ პარტიის ერთ მიმღებთან ან მოქცეულია ერთ სატრანსპორტო დოკუმენტაციაში, რომელიც ეხება მათ ტრანსპორტირებას ექსპორტიორისგან პარტიის მიმღებამდე, ხოლო ამგვარი დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში – ერთ ანგარიშფაქტურაში;

(m) „ტერიტორიები“ მოიცავს ტერიტორიულ წყლებს;

(n) „ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყება“ ევროკავშირის შემთხვევაში ნიშნავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საბაჟო უწყებებს.

თავი II

“საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვ