1. 2(1) მუხლის დებულებების დაურღვევლად, პროდუქცია ჩაითვლება ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილად სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ექსპორტირებისას, თუ მათი წარმოება მოხდა ამ ტერიტორიაზე, და გამოყენებულია მასალები, რომლებიც წარმოშობილია შვეიცარიაში (ლიხტენშტეინის ჩათვლით)[2], ისლანდიაში, ნორვეგიაში, თურქეთში ან ევროკავშირში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული დამუშავება-გადამუშავების ოპერაციები აღემატება მე-6 მუხლით გათვალისწინებულს. აუცილებელი არ არის, რომ ასეთი მასალა იყოს საკმარისად დამუშავებული-გადამუშავებული.
2. 2(1) მუხლის დებულებების დაურღვევლად, პროდუქცია ჩაითვლება ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილად სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ექსპორტირებისას, თუ მათი წარმოება მოხდა ამ ტერიტორიაზე, და გამოყენებულია მასალები, რომლებიც წარმოშობილია ფარერის კუნძულებზე, თურქეთის გარდა ბარსელონას პროცესში მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოში, ან ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული დამუშავება-გადამუშავების ოპერაციები აღემატება მე-6 მუხლით გათვალისწინებულს. აუცილებელი არ არის, რომ ასეთი მასალა იყოს საკმარისად დამუშავებული-გადამუშავებული.
3. როდესაც ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული დამუშავება-გადამუშავება არ აღემატება მე-6 მუხლით გაწერილ ოპერაციებს, მიღებული პროდუქტი ჩაითვლება ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ადგილობრივი წარმოშობის პროდუქტად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შექმნილი დამატებითი ღირებულება აღემატება იმ გამოყენებული მასალების ღირებულებას, რომლებიც წარმოშობილია 1-ლ და მე-2 პუნქტებში მითითებული ნებისმიერი ერთი სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. თუ ეს ასე არ არის, წარმოებული პროდუქტი ჩაითვლება იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილად, რომელ მათგანზეც მოდის ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პროდუქციის წარმოებისას გამოყენებული მასალების უმეტესი ღირებულება.
4. 1-ლ და მე-2 პუნქტებში მითითებული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი პროდუქცია, რომელიც არ არის საკმარისად დამუშავებული-გადამუშავებული ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ინარჩუნებს წარმოშობას, როდესაც ხდება მისი ექსპორტი ერთ-ერთი სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
5. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული კუმულაცია გამოიყენება იმ პირობით რომ:
(a) წარმოშობის სტატუსის მიღების პროცესში ჩართულ ხელშემკვრელ მხარეებსა და დანიშნულების ხელშემკვრელ მხარეს შორის მოქმედებს GATT 1994-ის XXIV მუხლის მოთხოვნების თანახმად გაფორმებული შეთანხმება პრეფერენციული ვაჭრობის შესახებ;
(b) მასალებმა და პროდუქციამ მიიღო წარმოშობის სტატუსი მოცემულ კონვენციაში გაწერილი წარმოშობის წესების იდენტური წესების საფუძველზე; და
(c) გამოქვეყნებულია შეტყობინება, კუმულაციის გამოყენებისათვის აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში (C სერია) და იმ ხელშემკვრელ მხარეთა მიერ, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამისი შეთანხმებების მხარეებს, თავიანთი პროცედურების თანახმად.
ამ მუხლით განსაზღვრული კუმულაცია ამოქმედდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში (C სერია) გამოქვეყნებულ შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან.
ხელშემკვრელი მხარეები სხვა ხელშემკვრელ მხარეებს, რომლებიც შესაბამისი შეთანხმებების მხარეებს წარმოადგენენ, ევროპული კომისიის მეშვეობით, მიაწოდებენ, 1 და 2 პუნქტებში მოხსენიებულ სხვა ხელშემკვრელ მხარეებთან გაფორმებული შეთანხმებების შესახებ მონაცემებს, მათ შორის მათი ძალაში შესვლის თარიღებსა