1.         ამ ოქმის მე-2 მუხლის დებულებების დაცვით, პროდუქცია ჩაითვლება კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილად, თუ მათი მიღება მოხდა ამ ტერიტორიაზე, და გამოყენებულია მასალები, რომლებიც წარმოშობილია სხვა კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე ან თურქეთში წარმოშობილი მასალები, რომლებზეც ვრცელდება ევროკავშირ-თურქეთის ასოცირების საბჭოს 1995 წლის 22 დეკემბრის No 1/95[1] გადაწყვეტილება, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ექსპორტიორი კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული დამუშავება-გადამუშავების ოპერაციები აღემატება ამ ოქმის მე-6 მუხლით გათვალისწინებულს. აუცილებელი არ არის, რომ ასეთი მასალა იყოს საკმარისად დამუშავებული-გადამუშავებული.

2.         სადაც ექსპორტიორი კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული დამუშავება-გადამუშავება არ აღემატება მე-6 მუხლით გაწერილ ოპერაციებს, მიღებული პროდუქტი ჩაითვლება ექსპორტიორი მხარის ადგილობრივი წარმოშობის პროდუქტად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შექმნილი დამატებითი ღირებულება აღემატება იმ გამოყენებული მასალების ღირებულებას, რომლებიც წარმოშობილია სხვა კონტრაქტორი მხარის ან თურქეთის ტერიტორიაზე. თუ ეს ასე არ არის, მიღებული პროდუქტი ჩაითვლება თურქეთში ან სხვა კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილად, იმის მიხედვით, თუ რომელ მათგანზე მოდის, ექსპორტიორ კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე წარმოებისას გამოყენებული მასალების უმეტესი ღირებულება.

3.         კონტრაქტორი მხარის ან თურქეთის ტერიტორიაზე წარმოშობილი პროდუქცია, რომელიც არ არის საკმარისად დამუშავებული-გადამუშავებული ექსპორტიორი კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე, ინარჩუნებს წარმოშობას, როდესაც ხდება მისი ექსპორტი სხვა კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე.

4.         თურქეთში წარმოშობილ საქონელზე, შესაბამისი კუმულაცია გამოიყენება იმ პირობით რომ:

(a)        კონტრაქტორი მხარეებსა და თურქეთს შორის გამოიყენება GATT 1994-ის XXIV მუხლის მოთხოვნების თანახმად გაფორმებული შეთანხმება პრეფერენციული ვაჭრობის შესახებ;

(b)        მასალებმა და პროდუქციამ მიიღო წარმოშობის სტატუსი მოცემულ ოქმში გაწერილი წარმოშობის წესების იდენტური წესების საფუძველზე, და

(c)        გამოცემულია შეტყობინება, კუმულაციის გამოყენებისათვის აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში (C სერია) და საქართველოში, შესაბამისი პროცედურების თანახმად.

5.         ამ მუხლით განსაზღვრული კუმულაცია, გამოიყენება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში (C სერია) ცნობის გამოქვეყნების თარიღიდან.

6.         მხარეები ერთმანეთს მიაწოდებენ, 1 და 2 პუნქტებში მოხსენიებულ ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმებების შესახებ მონაცემებს, მათ შორის მათი ძალაში შესვლის თარიღებსა