1. წინამდებარე ოქმის დებულებების გამოყენების შეფასების ერთეული იქნება რომელიმე გარკვეული პროდუქცია, რომელიც ჩაითვლება ძირითად ერთეულად შეფასებისას ჰარმონიზებული სისტემის ნომენკლატურის გამოყენებით.
რაც ნიშნავს, რომ:
(a) როცა ნაკეთობათა ჯგუფისგან შემდგარი პროდუქცია ფასდება ჰარმონიზებული სისტემის პირობების მიხედვით ერთი დასახელების ქვეშ, მთლიანი პროდუქცია წარმოადგენს შეფასების ერთეულს;
(b) როცა პარტია შედგება ჰარმონიზებული სისტემის იგივე დასახელების ქვეშ შეფასებული მთელი რიგი იდენტური პროდუქციისგან, თითოეული პროდუქცია აღებული უნდა იქნას ინდივიდუალურად წინამდებარე ოქმის დებულებების გამოყენებისას.
2. როცა (ჰარმონიზებული სისტემის ზოგადი მე-5 წესის მიხედვით) შეფუთვა შედის პროდუქციაში შეფასების მიზნებისთვის, იგი ასევე ჩართული უნდა იქნას წარმოშობის განსაზღვრის მიზნებისთვისა