1.         შეთანხმებით დადგენილი პრეფერენციული რეჟიმი ეხება მხოლოდ იმ პროდუქციას, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე ოქმის მოთხოვნებს, და რომლის ტრანსპორტირება ხორციელდება უშუალოდ კონტრაქტორ მხარეებს შორის ან თურქეთის ტერიტორიის გავლით. მიუხედავად ამისა, პროდუქცია, რომელიც შეადგენს ერთ მთლიან პარტიას, შეიძლება გადაიზიდოს სხვა ტერიტორიების გავლით, თუ აუცილებელი გახდება გადაზიდვა ან დროებითი დასაწყობება ასეთ ტერიტორიებზე იმ პირობით, რომ ტვირთი დარჩება ტრანზიტის ან დასაწყობების ქვეყნის საბაჟო უწყების მეთვალყურეობის ქვეშ და არ მოუწევს სხვა ოპერაციების გავლა, გარდა გადმოტვირთვის, ხელახალი დატვირთვის ან სხვა რომელიმე ოპერაციისა, რომელიც გამიზნული იქნება ტვირთის ვარგისიანობის შენარჩუნებისთვის.

წარმოშობის მქონე პროდუქციამ, ექსპორტიორი და იმპორტიორი კონტრაქტორი მხარეების ტერიტორიების გარდა, შეიძლება იმოძრაოს მილსადენით სხვა ქვეყნების გავლითაც.

2.         პირველ პუნქტში დადგენილი პირობების შესრულების მტკიცება უნდა წარედგინოს იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებას შემდეგი სახით:

(a)           ერთი სატრანსპორტო დოკუმენტი, რომელშიც შედის გზა ექსპორტის ქვეყნიდან ტრანზიტის ქვეყნის გავლის ჩათვლით, ან

(b)           ტრანზიტის ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც:

(i)   მოცემულია პროდუქციის ზუსტი აღწერილობა;

(ii)           მოცემულია პროდუქციის გადმოტვირთვის და ხელახალი დატვირთვის თარიღები და, საჭიროების შემთხვევაში, გემების ან გამოყენებული სხვა სახის ტრანსპორტის სახელები; და

(iii)           პროდუქციის ტრანზიტის ქვეყანაში შენახვის დადასტურებული პირობები; ან

(c)           დასაბუთების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტი ზემოხსენებულების უქონლობის შემთხვევაშ