1. მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის მიუხედავად, EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი შეიძლება გამონაკლისის სახით გაიცეს ექსპორტის განხორციელების შემდეგ მასთან დაკავშირებული პროდუქციისთვის, თუ:
(a) იგი არ გაიცა ექსპორტირების დროს შეცდომების, დაუდევრობის ან განსაკუთრებული გარემოებების გამო; ან
(b) საბაჟო უწყებისთვის ცხადი გახდება, რომ EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი გაცემული იყო, მაგრამ ვერ იქნა მიღებული იმპორტირებისას ტექნიკური მიზეზების გამო.
2. პირველი პუნქტის განხორციელების მიზნით, ექსპორტიორმა განაცხადში უნდა მიუთითოს იმ პროდუქციის ექსპორტირების ადგილი და თარიღი, რომელსაც უკავშირდება მოთხოვნილი EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი, და ჩამოაყალიბოს მოთხოვნის მიზეზი.
3. საბაჟო უწყებას შეუძლია EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის გაცემა რეტროსპექტულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგენს, რომ ექსპორტიორის განაცხადში მოცემული ინფორმაცია შეესაბამება საქმეში მოცემულ ინფორმაციას.
4. რეტროსპექტულად გაცემულ EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატს უნდა ახლდეს შემდეგი ფრაზა ინგლისურ ენაზე:
"ISSUED RETROSPECTIVELY"
5. მე-4 პუნქტში მოხსენიებული ფრაზა უნდა ჩაისვას EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის მე-7 უჯრაშ