1. მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის მიუხედავად, EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს ექსპორტის განხორციელების შემდეგ მასთან დაკავშირებული პროდუქციისთვის, თუ:
(ა) იგი არ გაიცა ექსპორტირების დროს შეცდომების, დაუდევრობის ან განსაკუთრებული გარემოებების გამო; ან
(ბ) საბაჟო უწყებისთვის ცხადი გახდება, რომ EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი გაცემული იყო, მაგრამ ვერ იქნა მიღებული იმპორტირებისას ტექნიკური მიზეზების გამო;
(გ) შესაბამისი პროდუქციის საბოლოო დანიშნულების ადგილი არ იყო ცნობილი ექსპორტის დროს და განისაზღვრა მათი ტრანსპორტირების ან შენახვის დროს და პარტიების შესაძლო გაყოფის შემდეგ, მე -14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
(დ) გადაადგილების სერტიფიკატი გამოიცა პან-ევრო ხმელთაშუა კონვენციის წესების შესაბამისად იმ პროდუქციისთვის, რომელსაც ასევე გააჩნია წარმოშობის სტატუსი წინამდებარე წესების შესაბამისად; ექსპორტიორმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ნაბიჯი იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესრულებულია პირობები კუმულაციისთვის და მზად არის წარუდგინოს საბაჟო ორგანოს ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პროდუქტის წარმოშობას ამ წესების შესაბამისად; ან
(ე) გადაადგილების სერტიფიკატი EUR.1 გაიცა მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენება საჭიროა მოთხოვნის წარმდგენ სხვა ხელშემკვრელ მხარეში იმპორტისას.
2. 1-ლი პუნქტის განხორციელების მიზნით, ექსპორტიორმა განაცხადში უნდა მიუთითოს იმ პროდუქციის ექსპორტირების ადგილი და თარიღი, რომელსაც უკავშირდება EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი, და ჩამოაყალიბოს მოთხოვნის მიზეზები.
3. საბაჟო უწყებას შეუძლია EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის გაცემა რეტროსპექტულად ექსპორტის თარიღიდან 2 წლის ვადაში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგენს, რომ ექსპორტიორის განაცხადში მოცემული ინფორმაცია შეესაბამება საქმეში მოცემულ ინფორმაციას.
4. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, რეტროსპექტულად გაცემულ EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატს უნდა ახლდეს შემდეგი ფრაზა ინგლისურ ენაზე: „ISSUED RETROSPECTIVELY".
5. მე-4 პუნქტში მოხსენიებული წარწერა უნდა ჩაისვას EUR. 1 გადაადგილების სერტიფიკატის მე-7 უჯრაშ