1. წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი ძალაში იქნება ექსპორტიორ ქვეყანაში მისი გაცემის დღიდან ათი თვის განმავლობაში და წარდგენილი უნდა იქნეს ზემოხსენებული პერიოდის განმავლობაში იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყებისათვის.

2. ის წარმოშობის სერტიფიკატები, რომლებიც წარდგენილია იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყებისათვის პირველ პუნქტში დადგენილი წარდგენის საბოლოო თარიღის შემდეგ, შეიძლება მიღებულ იქნეს პრეფერენციული რეჟიმის მიღების მიზნით, როცა ამგვარი დოკუმენტების წარუდგენლობა საბოლოო თარიღისთვის გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით.

3. დაგვიანებული წარდგენის სხვა შემთხვევებში, იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყებას შეუძლია წარმოშობის სერტიფიკატის მიღება, თუ პროდუქცია წარდგენილია ზემოხსენებულ საბოლოო თარიღამდ