1.  როდესაც გაიცემა EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი ან იქმნება წარმოშობის დეკლარაცია ნებისმიერ მხარეში წარმოშობის მქონე პროდუქციისთვის, რომლის წარმოებისას მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ან მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოიყენეს მოთხოვნის წარმდგენი სხვა ხელშემკვრელი მხარის საქონელი, რომელმაც იმ მხარეში გაიარა დამუშავება ან გადამუშავება წარმოშობის პრეფერენციული სტატუსის მიღების გარეშე, მხედველობაში მიიღება ამ საქონლისთვის გაცემული მომწოდებლის დეკლარაცია, ამავე მუხლის შესაბამისად.

2. მომწოდებლის დეკლარაცია, რომელიც მითითებულია პირველ პუნქტში, წარმოადგენს იმ საქონლის დამუშავების ან  გადამუშავების მტკიცებულებას, რომელსაც შესაბამისი ხელშემკვრელი მხარე ახორციელებს კონკრეტული საქონლის მიმართ იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს პროდუქცია, რომლის წარმოებაშიც გამოიყენება ეს  საქონელი, ექსპორტიორ მხარეში წარმოშობილად და აკმაყოფილებს თუ არა ამ წესების სხვა მოთხოვნებს.

3.  მომწოდებლის მიერ ცალკეული დეკლარაცია უნდა შედგეს საქონლის თითოეული ტვირთისთვის, გარდა მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, VI დანართში მოცემული ფორმით, ანგარიშფაქტურაზე თანდართულ ფურცელზე, მიწოდების შეტყობინებასთან ერთად ან სხვა ნებისმიერი კომერციული დოკუმენტის სახით, რომელიც აღწერს შესაბამის საქონელს საკმარისად დეტალურად იმისათვის, რათა მოხდეს მათი იდენტიფიკაცია.

4. თუ მომწოდებელი რეგულარულად ამარაგებს კონკრეტულ მომხმარებელს საქონლით, რომლის დამუშავება ან გადამუშავება მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეში მოწმდება მისი მუდმივობის უზრუნველსაყოფად გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მას შეუძლია წარადგინოს ერთადერთი მომწოდებლის დეკლარაცია ამ საქონლის შემდგომი პარტიების დასაფარავად („გრძელვადიანი მომწოდებლის დეკლარაცია”). გრძელვადიანი მომწოდებლის დეკლარაცია ჩვეულებრივ შეიძლება მოქმედებდეს დეკლარაციის შედგენის დღიდან ორი წლის განმავლობაში.
მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ორგანოები, სადაც დეკლარაცია დგინდება, ადგენენ პირობებს, რომლებიც განსაზღვრავენ ხანგრძლივი ვადით სარგებლობას. გრძელვადიანი მომწოდებლის დეკლარაცია შედგენილია მომწოდებლის მიერ VII დანართში მითითებული ფორმით და აღწერს შესაბამის საქონელს საკმარისად დეტალურად იმისათვის, რათა მოხდეს მათი იდენტიფიკაცია.
იგი დაინტერესებულ მომხმარებელს უნდა მიეწოდოს მანამ, სანამ იგი მიიღებს ამ დეკლარაციით გათვალისწინებული საქონლის პირველ პარტიას, ან მის პირველ პარტიასთან ერთად. მომწოდებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თავის მომხმარებელს, თუ გრძელვადიანი მომწოდებლის დეკლარაცია აღარ გამოიყენება მოწოდებული საქონლის მიმართ.

5.  მომწოდებლის დეკლარაციები, რომლებიც მითითებულია მე-3 და მე-4 პუნქტებში, უნდა იყოს აკრეფილი ან დაბეჭდილი შეთანხმების ერთ-ერთი ენის გამოყენებით, იმ ხელშემკვრელი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც შედგენილია დეკლარაცია, და ხელნაწერი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მომწოდებლის ორიგინალ ხელმოწერას. დეკლარაცია ასევე შეიძლება იყოს ხელნაწერი; ასეთ შემთხვევაში ეს უნდა იყოს დაწერილი მელნით, დაბეჭდილი სიმბოლოებით.

6. დეკლარაციის შემქმნელი მომწოდებელი მზად უნდა იყოს წარადგინოს ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც ამ დეკლარაციაში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელია ნებისმიერ დროს, იმ ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ორგანოების მოთხოვნით, სადაც შედგენილია დეკლარაცი