1. მცირე შეუსაბამობების აღმოჩენა წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და იმ დოკუმენტს შორის, რომელიც წარდგენილი იქნა საბაჟო უწყებაში ფორმალობების შესასრულებლად პროდუქციის იმპორტის მიზნით, თავად ფაქტიდან გამომდინარე, არ გააუქმებს წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს, თუ სათანადოდ დამტკიცდება, რომ ეს დოკუმენტი ნამდვილად შეესაბამება განაცხადში მოცემულ პროდუქციას.

2. წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტში აშკარა მექანიკური შეცდომები, რომელიც დაშვებულია, მაგალითად, ბეჭდვის დროს, არ გამოიწვევს ამ მუხლის პირველ პუნქტში მოხსენიებული დოკუმენტის გაუქმებას, თუ ამგვარი შეცდომები არ წარმოშობს ეჭვს ამ დოკუმენტში მოტანილი ფაქტების სისწორესთან დაკავშირები