1. ექსპორტიორმა, რომელმაც შეავსო წარმოშობის დეკლარაცია ან განაცხადი  გააკეთა გადაადგილების სერტიფიკატზე EUR.1, უნდა შეინახოს ამ წარმოშობის მტკიცებულებების და პროდუქტის წარმოშობის სტატუსის ყველა დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ან ამობეჭდილი ვერსია წარმოშობის დეკლარაციის გაცემიდან ან შევსებიდან სულ მცირე სამი წლით.

2. მიმწოდებელმა, რომელიც ავსებს მიმწოდებლის დეკლარაციას, უნდა შეინახოს დეკლარაციის და ყველა ინვოისის, სასაქონლო ზედნადებების ან სხვა სავაჭრო დოკუმენტების ასლები, რომლებიც ამ დეკლარაციის ნაწილს წარმოადგენენ; აგრეთვე  დოკუმენტები, რომლებიც მოხსენიებულია 29 (6) მუხლში, სულ მცირე 3 წლის განმავლობაში.

მიმწოდებელმა, რომელიც ავსებს გრძელვადიან მიმწოდებლის დეკლარაციას, უნდა შეინახოს დეკლარაციის და ყველა ინვოისის, სასაქონლო ზედნადებების ან სხვა სავაჭრო დოკუმენტების ასლები, რომლებიც შეეხება ამ დეკლარაციაში არსებულ საქონელს და ეგზავნება შესაბამის დამკვეთს, აგრეთვე ყველა დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილია 29(6) მუხლში, სულ მცირე სამი წლის განმავლობაში.  ეს პერიოდი უნდა დაიწყოს მიმწოდებლის გრძელვადიანი დეკლარაციის   ძალაში ყოფნის  ვადის გასვლის თარიღიდან.

3. ამ  მუხლის პირველი პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ წარმოშობის სტატუსს, მათ შორის,  შემდეგია:

(ა) პროდუქტის მისაღებად, ექსპორტიორის ან მიმწოდებლის მიერ განხორციელებული პროცესის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მაგ. წარმოდგენილია მათ ანგარიშებში ან შიდა ანგარიშწარმოებაში;

(ბ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ გამოყენებული მასალის წარმოშობის სტატუსს, რომელიც გაცემულია ან შევსებულია შესაბამისი მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით;

(გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ შესაბამის მხარეში ნივთიერებების დამუშავებასა და გადამუშავებას, რომელიც გამოცემულია ან შევსებულია ამ მხარეში მისი ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით;

(დ) წარმოშობის დეკლარაცია ან გადაადგილების სერტიფიკატი EUR.1, რომელიც ადასტურებს გამოყენებული ნივთიერებების წარმოშობის სტატუსს და გამოშვებულია ან შევსებულია მხარეებს შორის ამ წესების მიხედვით;

(ე) მე-13 და მე-14 მუხლების გამოყენებით შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც შეეხება მხარეებს გარეთ შესრულებულ დამუშავებას ან გადამუშავებას და ამტკიცებს  ამ მუხლების მოთხოვნების შესრულებას.

4. გადაადგილების სერტიფიკატის EUR.1-ის გამცემმა საექსპორტო მხარის საბაჟოს უფლებამოსილმა პირებმა უნდა შეინახონ 20(2) მუხლში ნახსენები სააპლიკაციო ფორმა სულ მცირე სამი წლის განმავლობაში.

5. საიმპორტო მხარის საბაჟოს უფლებამოსილმა პირმა  უნდა შეინახოს გადაცემული წარმომავლობის დეკლარაცია და გადაადგილების სერტიფიკატი EUR. სულ მცირე სამი წლის განმავლობაში.

6.  მიმწოდებლის დეკლარაცია, რომელიც ადასტურებს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეში გამოყენებული მასალებით მიმდინარე დამუშავებას ან გადამუშავებას და შევსებულია მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეში,  უნდა გამოიყენებოდეს როგორც დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილია 18(3), 20(4) და 29(6) მუხლებში იმის დასამტკიცებლად, რომ  გადაადგილების სერტიფიკატის EUR.1-ის მიერ წარმოდგენილი პროდუქტები  ან წარმომავლობის დოკუმენტები, უნდა განიხილებოდეს, როგორც პროდუქტები, რომლებიც მომდინარეობენ მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელი მხარის მიერ და  აკმაყოფილებენ ამ წესების მოთხოვნილებებ