2. ვეტერინარულ საბუთში უნდა მიეთითოს ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის ნებართვის ნომერი და თარიღი, ასევე კომპეტენტური ორგანოს ნებართვა საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გადაადგილების შესახებ.
3. ვეტერინარული მოწმობა (სერტიფიკატი) თან ერთვის ზედნადებს. ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები”, აგრეთვე შეთანხმების ზედნადების გრაფაში „გამგზავნის მიერ თანდართული საბუთები”, ტვირთგამგზავნი მიუთითებს ვეტერინარული დოკუმენტის ნომერს, მისი გაცემის თარიღსა და დასახელებას.
4. მე-2 და მე-3 ფორმის ვეტერინარული მოწმობა ძალაშია სამი დღის განმავლობაში მისი გაცემიდან ტვირთის ჩატვირთვის დაწყებამდე