1. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის გადმოცლის შემდეგ, ტვირთმიმღებმა, მცენარეთა დაცვის სამსახურის მიწერილობის შესაბამისად, საგულდაგულოდ უნდა დაასუფთაოს ვაგონი (კონტეინერი) და გაანადგუროს მასში არსებული ნარჩენები, ხოლო, საჭიროებისას გარეცხოს ვაგონები (კონტეინერები), რის თაობაზეც მცენარეთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს საკარანტინო ფიტოსანიტარიული კონტროლის აქტს. აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა საბაჟო ორგანოს‚ მეორე კი, სადგურის პასუხისმგებელ პირს.
2. გადაზიდვასთან დაკავშირებულ საბოლოო ანგარიშსწორებას ტვირთმიმღები ახორციელებს ტვირთის დანიშნულების სადგურში მიტანისას.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 282
თავი XIX — ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის და ობიექტის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 282, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-282/