2. საქვეკარანტინო ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ‚ ტვირთმიმღები ასუფთავებს ვაგონებს (კონტეინერებს)‚ ხოლო ტვირთის ნარჩენებსა და ნაგავს, მცენარეთა კარანტინის ინსპექცის მითითებით, წვავს საამისოდ საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებში.
3. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ვაგონები (კონტეინერები), საჭიროებისას, ექვემდებარება გაუსნებოვნებას მცენარეთა დაცვის სამსახურის მიწერილობის (საკარანტინო ფოტოსანიტარული კონტროლის აქტი) საფუძველზე,.
4. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთისა და სატრასპორტო საშუალებების გაუსნებოვნების ორგანიზებას უზრუნველყოფს მცენარეთა დაცვის სამსახური. გაუსნებოვნებისა და მასთან დაკავშირებულ მოცდენის ხარჯებს ანაზღაურებს ტვირთმიმღები.
5. ვაგონების (კონტეინერების) გაუსნებოვნების თაობაზე მცენარეთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს საკარანტინო ფიტოსანიტარიული კონტროლის აქტს‚ რომელსაც ტვირთმიმღები წარუდგენს სადგურს