მუხლი 275 მცენარეული წამოშობისა და ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული სხვა პროდუქცია, მასალა და ობიექტი (შემდგომ – ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთი), რომელიც შეიძლება გახდეს საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების (შემდგომ – მავნე ორგანიზმები) გადამტანი, საკარანტინო რეჟიმის ტერიტორიებიდან რკინიგზით გადასაზიდად მიიღება მხოლოდ იმ პირობით‚ თუ ტვირთგამგზავნი წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის (შემდგომ – მცენარეთა დაცვის სამსახური) მიერ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის გაგზავნის ადგილებში გაცემულ სერტიფიკატს (შემდგომ – სერტიფიკატი) და დაცული იქნება შესაბამისი ფიტოსანიტარიულ-საკარანტინო წესები🔗