1. სარეფრიჟერატორო ვაგონის სატვირთო სათავსი, გარე ჰაერის დადებითი ტემპერატურისას, ვაგონის ჩამოყენების წინ წინასწარ უნდა იყოს გაცივებული იმ ტვირთის ჩასატვირთად, რომელიც გადასაზიდად წარედგინება მინუს 10 და უფრო დაბალი (0 გრადუსამდე) ტემპერატურით. გაუცივებელი ტვირთის ჩატვირთვისას სატვირთო სათავსის წინასწარი გაცივება არ ხდება.
2. გარე ჰაერის უარყოფითი ტემპერატურისას იმ ტვირთის ჩატვირთვის წინ, რომელიც გათბობას მოითხოვს, სარეფრიჟერატორო ვაგონის სატვირთო სათავსს წინასწარ ათბობენ პლუს 6 გრადუსამდე.
3. ბანანის ჩატვირთვის წინ ჰაერის ტემპერატურა ვაგონის სატვირთო სათავსში აყვანილიუნდა იქნეს 12 გრადუსამდე.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 269
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 269, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-269/