2. ზამთრის პერიოდში გადაზიდვისას დაიშვება გაყინული ტვირთის, მათ შორის, ერბოს, ტემპერატურის შეუზღუდავი შემცირება, თუ ვაგონში ჩატვირთვისას მას ჰქონდა მინუს 5 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურა.
3. ზაფხულისა და წლის გარდამავალ პერიოდში სუსხის დადგომამდე, დახურულ ვაგონებში გადაზიდვისას, სვლის მთელ გზაზე ხდება მზეზე გამოყვანილი თევზის, ხილ-ბოსტნეულის, სასურსათო ქათმის კვერცხის (გაუცივებლის) ვენტილირება.
4. დახურული ვაგონების განუწყვეტელი ვენტილირება წარმოებს:
ა) ნახევრად ღია გვერდის ლიუკებიდან. ნახევრად ღია გვერდის ლიუკების სახურავები დამაგრებული უნდა იყოს 4 – 6 მმ დიამეტრის მავთულით და შეყენებული ჰქონდეს ტვირთგამგზავნის მიერ დამზადებული ხის ძელაკები, როგორც ამ წესების დანართში არის ნაჩვენები. ვაგონის გარსსამოსში, ლიუკების სახურავების დასამაგრებლად, ლიუკის თავზე იხვრიტება 5 – 6 მმ დიამეტრის ხვრელი. ამ ნახვრეტსა და ლიუკის სახურავის რგოლში გაიყრება მავთული. მავთულის ბოლოები იგრიხება გარსამოსის შიდა მხრიდან ლითონის ფირფიტის მეშვეობით, რომელიც გამოიყენება ვაგონის კარზე ნაგრეხების დაყენებისას. ამასთან, გრეხილს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა სამი ხვეულა. ვაგონის კედლისგან ლიუკის სახურავის კიდის დაცილება არ უნდა იყოს 100 მმ-ზე მეტი. ნახევრად ღია მდგომარეობაში ლიუკების სახურავების დამაგრებას, აგრეთვე მავთულის მოხსნას გადმოტვირთვის შემდეგ, აწარმოებს, შესაბამისად, ტვირთგამგზავნი და ტვირთმიმღები;
ბ) ღია ლიუკებიდან, რომლებსაც შიგნიდან დატანებული აქვს ლითონის გისოსი.
5. სარეფრიჟერატორო კონტეინერებში მალფუჭებადი ტვირთი გადაიზიდება ფიტინგიან ბაქნებსა და დიზელ-ელექტროსადგურის სპეციალურად აღჭურვილ ბმულებზე, რომლებსაც, რკინიგზის ნებართვით და დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმებით, თან ახლავს მექანიკოსთა ბრიგადა
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 271. 1. მალფუჭებადი ტვირთის სარეფრიჟერატორო ვაგონებში გადაზიდვისას, ტემპერატურული რეჟიმი და ვენტილირების საჭიროება განისაზღვრება ტვირთის სახეობის ან ტვირთის ტემპერატურის მიხედვით ჩატვირთვის დროს
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 265. 1. ფუტკარი გადაიზიდება სკებში ან ფანერის პაკეტებში, ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების გამყოლთა თანხლებით
- მუხლი 266. 1. მცენარეული ზეთი პეტ-ბოთლებში გადაიზიდება გოფრირებულ მუყაოს ყუთებში ჩაწყობით ან რამდენიმე ბოთლის ბლოკების სახით, რომლებსაც შემოკრული აქვს პოლიმერული თერმოშეკლებადი აფსკი. ბლოკები ჩამოყალიბებული უნდა
- მუხლი 267. 1. მალფუჭებადი ტვირთის გადასაზიდად გამოიყენება იზოთერმული და დახურული ვაგონები ან სარეფრიჟერატორო და უნივერსალური კონტეინერები
- მუხლი 268. 1. დახურულ ვაგონებსა და უნივერსალურ კონტეინერებში გადაიზიდება მალფუჭებადი ტვირთი, რომელიც არ მოითხოვს გზაში ტემპერატურული რეჟიმის დაცვას
- მუხლი 269. 1. სარეფრიჟერატორო ვაგონის სატვირთო სათავსი, გარე ჰაერის დადებითი ტემპერატურისას, ვაგონის ჩამოყენების წინ წინასწარ უნდა იყოს გაცივებული იმ ტვირთის ჩასატვირთად, რომელიც გადასაზიდად წარედგინება მინუს 10
- მუხლი 270. 1. სარეფრიჟერატორო სექციის ცალკეული სატვირთო ვაგონი შეიძლება დაიტვირთოს გადაზიდვის სხვადასხვა რიჟიმების მქონე ტვირთით
- მუხლი 272. 1. მალფუჭებადი ტვირთის წვრილმანი გზავნილი, რომელიც გარკვეულ ტემპერატურულ რეჟიმს მოითხოვს, გადაიზიდება ნაკრებ ავტონომიურ რეფრიჟერატორულ ვაგონებსა და თერმოს-ვაგონებში, ხოლო ტვირთი, რომელიც არ მოითხოვს ტ
- მუხლი 273. 1. ერთ ვაგონში იტვირთება მალფუჭებადი ტვირთის წვრილმანი გზავნილები, რომლებიც გადაზიდვისას მოითხოვს ერთნაირ ტემპერატურულ რეჟიმს და ერთმანეთზე არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებას
- მუხლი 274. 1. ადგილობრივ და პირდაპირ მიმოსვლაში ნაკრებ ვაგონებს ნიშნავს გაგზავნის რკინიგზა, იმ რკინიგზებთან შეთანხმებით, სადაც უნდა შესრულდეს გადაზიდვა,
- მუხლი 275. მცენარეული წამოშობისა და ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული სხვა პროდუქცია, მასალა და ობიექტი (შემდგომ – ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთი), რომელიც შეიძლება გახდეს საკარანტინო დ
- მუხლი 276. 1. კარანტინგამოცხადებული ტერიტორიის შესახებ მცენარეთა კარანტინის ინსპექციისგან შეტყობინებისა და გადაზიდვაშეზღუდული საქვეკარანტინო ტვირთის ნუსხის მიღების შემდეგ‚ რკინიგზა‚ რომლის საქმიანობის ზონაში მდე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 271, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-271/