1. მალფუჭებადი ტვირთის წვრილმანი გზავნილი, რომელიც გარკვეულ ტემპერატურულ რეჟიმს მოითხოვს, გადაიზიდება ნაკრებ ავტონომიურ რეფრიჟერატორულ ვაგონებსა და თერმოს-ვაგონებში, ხოლო ტვირთი, რომელიც არ მოითხოვს ტემპერატურული რეჟიმის დაცვას – ნაკრებ დახურულ ვაგონებში, რომლებიც კურსირებენ გაგზავნის ერთი სადგურიდან დანიშნულების ერთ სადგურამდე, რამდენიმე ტვირთმიმღების მისამართით.
2. თუ სარკინიგზო მიმართულების რამდენიმე სადგურში (უბნის) მალფუჭებადი ტვირთი გადასაზიდად სისტემატურად წარედგინება წვრილმან გზავნილებად, რკინიგზა ნიშნავს ნაკრებ-სარიგებელ ვაგონებს.
3. მალფუჭებადი ტვირთის წვრილმანი გზავნილები გადაიზიდება ტარაში.
4. იმ მალფუჭებადი ტვირთის წვრილმანი გზავნილების გადაზიდვის ზღვრული ვადა, რომელიც სპეციალურ მომსახურებას (გაციება, გათბობა, ვენტილირება) საჭიროებს, არ უნდა აღემატებოდეს გადაზიდვის ზღვრულ ვადას, რომელიც დაწესებულია წარსადგენ ტვირთთაგან ყველაზე ნაკლებად მედეგ სავაგონო გზავნილებისთვის.
5. მალფუჭებადი ტვირთის წვრილმანი გზავნილები, რომლებიც არ მოითხოვს სპეციალურ მომსახურებას, სავაგონო გზავნილებად გროვდება ტვირთგამგზვანის ან ექსპედიტორის მიერ, ხოლო გადაზიდვისას სპეციალური მომსახურების საჭიროების შემთხვევაში – ტვირთგამგზავნის მიერ.
6. დანიშნულების სადგურში წვრილმანი გზავნილების გაცემას ახორციელებს ექსპედიტორი.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 272
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 272, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-272/