III თავის შესაბამისად გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრის მიზნით იმ სახელმწიფოს მიმართ, რომლის შემადგენლობაშია ორი ან მეტი სამართლებრივი სისტემა ან სამართლებრივი ნორმების ნაკრები, რომლებიც გამოიყენება პირების სხვადასხვა კატეგორიების მიმართ წინამდებარე კონვენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, გამოიყენება შემდეგი წესები:
ა) თუ ასეთ სახელმწიფოში არსებობს მოქმედი წესები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რომელი სამართალი გამოიეყენა, გამოიყენება ეს სამართალი;
ბ) ასეთი წესების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება ის სამართლებრივი სისტემა ან სამართლებრივი ნორმების ნაკრები, რომელთანაც ბავშვს აქვს უფრო მჭიდრო კავშირი.