აღიარებენ რა ფინანსური მომსახურების სფეროში წესებისა და პრაქტიკის ეფექტური ნაკრების არსებობის რელევანტურობას სრულყოფილად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და ორივე მხარეს შორის სავაჭრო კავშირების ხელშეწყობისათვის, მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ ფინანსური მომსახურების სფეროში შემდეგი ამოცანების შესრულების მიზნით:

(a)
ღია საბაზრო ეკონომიკის საჭიროებებთან ფინანსური მომსახურების რეგულაციის ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;

(b)
ინვესტორებისა და ფინანსური მომსახურების სხვა მომხმარებლების ეფექტური და ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფა;

(c)

საქართველოს საფინანსო სისტემის, მისი სრული შემადგენლობით, სტაბილურობისა და სიძლიერის უზრუნველყოფა;

(d)
ფინანსური სისტემის სხვადასხვა მონაწილეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, მარეგულირებლებისა და ზედამხედველების ჩათვლით; და

(e)

დამოუკიდებელი და ეფექტიანი ზედამხედველობის უზრუნველყოფა.